- კონკორდატი
- • საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის იდება. აქედან ერთი არის წმიდა საყდარი, სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას რომის ეპისკოპოსი (პაპი). ამ ხელშეკრულების საგანია სახელმწიფოს ურთიერთობა კათოლიკურ ეკლესიასთან, უპირველეს ყოვლისა კათოლიკურ ეკლესიასთან (კათოლიკეებთან) იმ ქვეყანაში, რომელთანაც იდება ხელშეკრულება.Source: აბაშიძე ლევან. რელიგიური კანონმდებლობის პერსპექტივები საქართველოში. //თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003• შეთანხმება. ამ შემთხვევაში: სახელმწიფოსა და რომელიმე ეკლესიის პოლიტიკური შეთანხმება (მაგ., ნაპოლეონის შეთანხმება ვატიკანთან).Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
Georgian encyclopedia. 2013.